Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკის ყურეში გრძელდება ნავთობის გაჟონვა


შეერთებულ შტატებში, მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვის გარემოებების გამომძიებელ კომისიას ამერიკის ორი ცნობილი პოლიტიკოსი ჩაუდგება სათავეში. მის თანათავმჯდომარეებად აპირებენ დანიშნონ დემოკრატი სენატორი ბობ გრეჰემი და გარემოს დაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, რესპუბლიკელი უილიამ რეილი. უკანასკნელ ხანებში ბარაკ ობამას ადმინისტრაციას კვლავაც აკრიტიკებენ იმ ვითარებასთან გამკლავების უუნარობისთვის, რომელიც, თავად პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატებისთვის უპრეცედენტო ეკოლოგიურ კატასტროფად შეიძლება იქცეს. ნავთობის გაჟონვა სამი თვის წინ დაიწყო კომპანია „ბრიტიშ პეტროიუმის“ ჭაბურღილზე ავარიის შემდეგ. გაჟონვა კვლავაც გრძელდება. ნავთობის ლაქა, რომელმაც ლუიზიანას მიაღწია, ამჟამად საფრთხეს უქმნის ფლორიდისა და კუბის ნაპირებს.
XS
SM
MD
LG