Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა


საქართველოს რეგიონებში საარჩევნო პროცესებში საჯარო მოხელეებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობის ფაქტებზეა საუბარი რიგით მესამე შუალედურ ანგარიშში, რომელიც ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა. ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის განცხადებით, საარჩევნო პროცესებში საჯარო მოხელეთა უკანონოდ მონაწილეობის ფაქტები გამოვლენილია გურიაში, სადაც რამდენიმე რწმუნებული სამუშო კაბინეტებს წინასაარჩევნო შტაბად იყენებს. ხატისკაცის ცნობით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთა წარდგენის პროცესს ესწრებოდნენ კახეთის და შიდა ქართლის რაიონებში. ამ დროისთვის გამოვლენილ დარღვევებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ცსკ-ს გაუგზავნის
XS
SM
MD
LG