Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იამაიკის ლიდერი პირობას დებს, რომ წესრიგს დაამყარებს შეიარაღებულ დაპირისპირებაში 31 ადამიანის დაღუპვის შემდეგ


იამაიკის პრემიერ-მინისტრმა ბრუს გოლდინგმა პირობა დადო, რომ წესრიგს აღადგენს დედაქალაქ კინგსტონში მას შემდეგ, რაც, სულ ცოტა, 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ნარკომაფიის ლიდერობაში ეჭვმიტანილი პირის წინააღმდეგ განხორციელებულმა ოპერაციამ. პრემიერ-მინისტრმა „ღრმა სინანული“ გამოთქვა ადამიანების დაღუპვის გამო ბრძოლაში, რომელშიც სამშაბათს უშიშროების ძალები დაუპირისპირდნენ ნარკომაფიის ლიდერობაში ეჭვმიტანილ კრისტოფერ "დუდუს" კოუკის მხარდამჭერ შეიარაღებულ პირებს. კრისტოფერ კოუკზე, ნარკოტიკების კონტრაბანდაში ბრალდების საფუძველზე, შეერთებულ შტატებში ძებნაა გამოცხადებული. იამაიკის მთავრობამ ხელი მოაწერა შეერთებულ შტატებში კოუკის ექსტრადიციის ორდერს, მაგრამ მისმა მხარდამჭერებმა ბარიკადები აღმართეს და პირობა დადეს, რომ კოუკს დაიცავდნენ, რის გამოც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუხდა.
XS
SM
MD
LG