Accessibility links

logo-print

კომპანია BP-ის განცხადებით, წინსვლას მიაღწიეს მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად


ენერგოკომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ (BP) განცხადებით, გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად. BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი ჰეიუორდმა დღეს განაცხდა, რომ ზღვის ფსკერზე გამსკდარი ჭაბურღილიდან ნავთობის დაღვრის შესაჩერებლად ამ ჭაბურღილში სქელი ტალახის ჩატუმბვის შედეგად გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. ამასთან, საბოლოო შედეგის განსაზღვრა ჯერ შეუძლებელია და ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება ოპერაცის წარმატების პერსპექტივაზე. აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდალმა, ადმირალმა თედ ალენმა ამერიკულ ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში გამოთქვა შეფასება, რომ მომდევნო 12-დან 18-მდე საათი იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობისა ძალისხმევისთვის, რომლის მიზანიც მექსიკის ყურეში ათასობით ბარელი ნავთობის ჩაღვრის შეჩერებაა. ამერიკელი მკვლევრები ადასტურებენ, რომ საქმე ეხება ნავთობის ჩაღვრის ყველაზე მსხვილმასშტაბიან კატასტროფას შეერთებული შტატების ისტორიაში.
XS
SM
MD
LG