Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა დაღუპული პრეზიდენტის თვითმფრინავის "შავი ყუთის" ჩანაწერი გამოაქვეყნა


პოლონეთმა გამოაქვეყნა ე.წ. შავი ყუთის ჩანაწერი, რომელიც ასახავს ბოლო მომენტებს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე, ავიაკატასტროფამ თვითმფრინავში მყოფი 95-ვე პირის, მათ შორის პრეზიდენტ კაჩინსკის სიცოცხლე შეიწირა. აუდიოჩანაწერის ტექსტის მიხედვით, პილოტებმა ბევრჯერ გაიმეორეს, რომ თვითმრფინავს ჩამოვარდნის საფრთხე ემუქრებოდა. ავიაკატასტროფის დროს სმოლენსკთან სქელი ნისლი იყო.
XS
SM
MD
LG