Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ფაქტების მომძიებელ მისიას ქმნის ისრაელის რეიდთან დაკავშირებით


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ფაქტების მომძიებელი დამოუკიდებელი მისიის შექმნას ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე ისრაელის რეიდთან დაკავშირებით. რეიდის დროს, რომელიც 31 მაისს განხორციელდა, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია გმობს „აღმაშფოთებელ თავდასხმას“ ფლოტილიაზე და ღაზის სექტორისთვის ბლოკადის მოხსნის მოწოდებით გამოდის.
XS
SM
MD
LG