Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ზარ-ზეიმით დახვდნენ ფლოტილიის აქტივისტებს


ასობით აქტივისტი, რომელიც ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე იმყოფებოდა სტამბოლში ჩავიდა, ისრაელის მიერ მათი დეპორტაციის შემდეგ. აქტივისტები გმირებივით მიიღეს სტამბოლის აეროპორტში ჩასვლისას ცერემონიაზე თურქეთის ვიცე-პერმიერ ბულანტ არინჩის და პარლამენტარების მონაწილეობით. არინჩის განცხადებით, აქტივისტებმა „ბარბაროსობა და ჩაგვრა განიცადეს, მაგრამ ამაყად დაბრუნდნენ“. ისრაელიდან თვითმრინავით გადაასვენეს ისრაელის მიერ ფლოტილიაზე ორშაბათს მოწყობილი რეიდის დროს დახოცილი ცხრა ადამიანიც. თურქეთის ტელევიზია იუწყება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ცხრა აქტივისტი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG