Accessibility links

logo-print

„ფრიდომ ჰაუსმა“ სამხრეთი ოსეთი „ყველაზე რეპრესიულ საზოგადოებებს“ შორის დაასახელა


დამოუკიდებელმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ სამხრეთი ოსეთი შეიყვანა სიაში სახელწოდებით „უარესები უარესთა შორის: მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებები“. „ფრიდომ ჰაუსმა“, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას იკვლევს, დღეს გამოაქვეყნა ეს სია. მასში, სახელმწიფოებთან ერთად, სადავო ტერიტორიებიც არის შეყვანილი. სახელმწიფოების 10-წევრიან სიაში თურქმენეთი და უზბეკეთი შეუერთდნენ ქვეყნებს, როგორიცაა ბირმა, ჩრდილოეთი კორეა და სომალი. ამ საზოგადოებებში, ორგანიზაციის წარმომადგენელ პაულ შრიფერის განმარტებით, ადამიანები თითქმის სრულად არიან მოკლებული ძირითად უფლებებს და მკაცრად ისჯება დამოუკიდებელი აზრი და ქმედება. იმ რვა ქვეყანას შორის, რომლებსაც მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ საზოგადოებებზე ცოტა უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, ბელორუსია, ჩინეთი, კუბა და საუდის არაბეთი არიან.
XS
SM
MD
LG