Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი ოპოზიციას აფრთხილებს


ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ოპოზიციას მკაცრი ზომების გატარების შესახებ აფრთხილებს, მომავალ კვირაში დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების წინ. ამ აქციებით ოპოზიცია გასული წლის 12 ივნისს ჩატარებული საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების გახსენებას აპირებს. აჰმადინეჟადი ამ გაფრთხილებით გამოვიდა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, დიდი აიათოლა ხომეინის სიკვდილის 21-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სიტყვაში. თეირანის სამხრეთში, ხომეინის მავზოლეუმში გამოსვლისას აჰმადინეჟადმა ოპონენტები დაადანაშაულა ხომეინის გზიდან გადახვევაში და ირანის „ყველაზე დიდ მტრებთან“ შეკვრაზე ფიქრში. მისი თქმით, ყველას, ვინც ირანის იმიჯს ზიანს აყენებს, პოლიტიკას ჩამოაშორებენ. ოპოზიცია 12 ივნისს საპროტესტო აქციის გამართვაზე ითხოვს ნებართვას - რომელსაც, გავრცელებული ვარაუდით, მას არ მისცემენ.
XS
SM
MD
LG