Accessibility links

logo-print

ჰონგ-კონგში ტიანიანმენის ტრაგედიისადმი მიძღვნილ აქციაზე ათი ათასობით პირი მივიდა


ჰონგ-კონგიდან მოსული ცნობების თანახმად, ათი ათასობით პირი მივიდა აქციაზე, რომელიც პეკინის ტიანიანმენის მოედანზე პრო-დემოკრატიული დემონსტრაციების მთავრობის მიერ ძალადობრივი ჩახშობის 21-ე წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. ჩინეთის მიწაზე ჰონგ-კონგი ერთადერთი ადგილია, სადაც 1989 წლის 4 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს ღიად მიაგებენ. გასულ წელს, ტრაგედიის მეოცე წლისთავის აღსანიშნავად აქციას დაახლოებით 150,000 პირი შეუერთდა. ჰონგ-კონგის აქციები ჩინეთში პრო-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ცენტრად იქცა.
XS
SM
MD
LG