Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაშოვის ექსტრადიციის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია


კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული ზაქარია კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. მადრიდიდან თბილისში დაბრუნებულმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ეკა ზღულაძესთან ერთად ესპანეთის პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა, ჟურნალისტებს აცნობა, რომ ექსტრადიციის საკითხს ამჟამად შესაბამისი სტრუქტურები სწავლობენ. კვირას დაკავებული კალაშოვის ადვოკატი დაპატიმრების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საქართველო ითხოვს ნუგზარ ბოჭორიშვილის დაკავებასაც და ექსტრადიციას, თუმცა, მის მიმართ ესპანელი სამართალდამცავები ჯერჯერობით საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობენ. საქართველოს შსს-ს ცნობით, კალაშოვს და ბოჭორიშვილს კავშირი აქვთ გასულ კვირაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან, რომლებსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG