Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფორმდა ევროს გადარჩენის პაკეტი


ევროკავშირის მოქმედების ზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს იურიდიულ დოკუმენტებს, რომლებიც ვალებით დამძიმებული ქვეყნების საშველად 440 მილიარდი ევროს მოცულობის სესხების ფონდის შექმნას ითვალისწინებს. როგორც პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, „ზოგიერთმა წევრმა“ თანხმობის დადასტურების პროცესი ჯერ კიდევ უნდა დაასრულოს - თუმცა გერმანიამ დოკუმენტებს უკვე მოაწერა ხელი. ამასთან, იუნკერის თქმით, ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ესტონეთი ევროს შემოღებისთვის აუცილებელ ე.წ. „მაასტრიხტის“ კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს და, შესაბამისად, „2011 წლის 1 იანვრიდან ესტონეთი ევროს მოქმედების ზონის მე-17-ე წევრი ქვეყანა გახდება.“
XS
SM
MD
LG