Accessibility links

logo-print

აშშ-მა, საფრანგეთმა და რუსეთმა ოფიციალურად უპასუხეს ინიციატივას ირანის ბირთვული საწვავის გაცვლის შესახებ


შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ოფიციალურად უპასუხეს ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ირანიდან ბირთვული მასალის ნაწილის თურქეთში გაგზავნას, იქიდან ატომური საწვავის მიღების სანაცვლოდ. ეს გამოხმაურება რამდენიმე საათით უსწრებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც კენჭი უნდა უყარონ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს. სანქციები ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. დიპლომატების ინფორმაციით, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და რუსეთის ოფიციალური პასუხი ირანს გადაეცა გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელის, იუკია ამანოს მეშვეობით. დასავლეთის სახელმწიფოებს ნათქვამი აქვთ, რომ ბირთვული საწვავის გაცვლის გეგმა არ პასუხობს მათს შეშფოთებას ირანის ბირთვული პროგრამით, რომელიც, როგორც დასავლეთში შიშობენ, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG