Accessibility links

სერგეი ლავროვი: მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუცვლელი გადაწყვეტილებაა


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ივნისში დაგეგმილი შეხვედრის თემატიკასა და მოსალოდნელ შედეგებზე გაზეთ ”კომერსანტს” საკმაოდ ვრცლად ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დღეს გამოქვეყნებული ინტერვიუს იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს შეეხება, სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება საბოლოო და შეუცვლელი გადაწყვეტილებაა არა მხოლოდ რუსეთის, არამდე სხვა სერიოზული ქვეყნებისთვისაც. ”უბრალოდ, პოლიტიკური მიზეზების და პოლიტკორექტულობის გამო, მათ ამის ოფიციალურად აღიარება არ შეუძლიათ” - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, ეს რუსეთის არჩევანი არ ყოფილა და პრეტენზიების ერთადერთი ადრესატი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ფეხქვეშ გათელა. ამავე ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ მოსკოვმა სარკოზი-მედვედევის შეთანხმება უკვე შეასრულა, რადგან აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ საქართველოდან ყველა სამხედრო გაიყვანა, ხოლო ის კონტინგენტი, რომელიც ამჟამად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფება, ამ ორ რესპუბლიკასთან რუსეთის შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე განლაგდა.
XS
SM
MD
LG