Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლორთქიფანიძე: ევროსაბჭო დაინტერესებულია საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის საკითხით


საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ ვითარებას და ევროპის საბჭოსადმი საქართველოს ვალდებულებათა შესრულების პროცესს ეცნობა. საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე მევლუთ ჩავუშოღლუს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, მანამდე კი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესაუბრნენ. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ევროსაბჭო დაინტერესებულია საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის საკითხით და მონიტორინგის მიზნით, უახლოეს ხანში მუშაობას მუდმივმოქმედი კომისია დაიწყებს.
XS
SM
MD
LG