Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქი პარლამენტარები აშშ-ში გაემგზავრნენ ვაშინგტონის დასარწმუნებლად, რომ თურქეთი არ შორდება დასავლეთს


თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი პარლამენტარები დღეს აშშ-ში გაემგზავრნენ და გამართავენ მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანიც არის ვაშინგტონის დარწმუნება, რომ ანკარა არ შორდება დასავლეთს. ერთკვირიანი ვიზიტის ფონს ქმნის განცხადებები, რომლებიც თურქეთშიც და უცხოეთშიც კეთდება, რომ ნატოს წევრი თურქეთი დასავლური კურსისაგან გადახვევას იწყებს. სამართლიანობისა და განვითარების პარტია, რომელიც 2002 წლიდან დგას თურქეთის ხელისუფლების სათავეში, კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG