Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტი სამხედრო ინტერვენციის მოწოდებით გამოდის


ყირგიზეთის დამხობილმა პრეზიდენტმა, ყურმანბეკ ბაკიევმა დღეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჯგუფს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, მოუწოდა, ჯარები გააგზავნოს ყირგიზეთში არეულობისთვის ბოლოს მოსაღებად. ბაკიევმა, რომელიც აპრილიდან ბელორუსიას აფარებს თავს, განაცხადა, რომ სამხედრო ინტერვენცია საჭიროა „ვითარების ნორმალიზებისთვის“. მანამდე ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ რუსეთს სთხოვა ყირგიზეთში მშვიდობის დამცველთა გაგზავნა, მაგრამ მოსკოვი აცხადებს, რომ არ ფლობს მანდატს კრიზისზე დამოუკიდებლად რეაგირებისათვის. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც რუსეთს, ბელორუსიას, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს აერთიანებს, დღეს შეიკრიბა ყირგიზეთში შექმნილ ვითარებაზე მოსალაპარაკებლად. რუსეთის მედია ორგანიზაციის გენერალურ მდივან ნიკოლაი ბორდიუჟას განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორგანიზაციას აქვს „ყვლაფერი, რაც საჭიროა ასეთ ვითარებაში სამოქმედოდ“.
XS
SM
MD
LG