Accessibility links

ეუთო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკურ ძალადობასთან დაკავშირებით


ეუთო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ყირგიზეთში ეთნიკურ ძალადობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მზად არის, ხელი შეუწყოს ქვეყანაში წესრიგის აღდგენას. განცხადებაში, რომელიც ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო შეკრებაზე მიიღეს, ნათქვამია, რომ სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული ზომები, ძალადობისთვის ბოლოს მოსაღებად. საგანგებო სხდომა მოიწვიეს ეროვნული უცმირესობების საკითხებში ეუთოს უზენაესი კომისრის, კნუტ ვოლებეკის გაფრთხილების საფუძველზე. ასეთი გაფრთხილება უზენაეს კომისარს აქამდე ერთადერთხელ ჰქონდა გამოთქმული - 1999 წელს, იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში ძალადობაზე საპასუხოდ. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ცოტა, 170 ადამიანი დაიღუპა და 1700-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც 10 ივნისს ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ძალადობამ იფეთქა სამხრეთ ყირგიზეთში. ეთნიკური უზბეკები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ზოგი წარმომადგენელი კი აცხადებენ, რომ დაღუპულების რიცხვი მეტია. გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა, მიროსლავ იენჩამ დღეს განაცხადა, რომ ყირგიზეთიდან ლტოლვილების რიცხვმა მალე შესაძლოა, 100 000-ს გადააჭარბოს. გავრცელებული ინფორმაციით, უზბეკეთმა მეზობელ ყირგიზეთთან საზღვარი ჩაკეტა.
XS
SM
MD
LG