Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ აშშ-ის მოქალაქეებს მიმართა


როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელი მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის გასანეიტრალებლად და გარემოს გასასუფთავებლად ამერიკა არაფერზე დაიხევს უკან და შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც კი გააკეთებს: ”ტრაგედია, რომელიც მექსიკის ყურეში დატრიალდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მტკივნეულია იმ ეკოლოგიურ კატასტროფათა შორი, რომელიც ოდესმე ჩვენს თავს დატრიალებულა. სწორედ ახლა დგება მომენტი ამ თაობისთვის, რომ იტვირთოს საკუთარ თავზე მისია და საკუთარი ხელებით ვიზრუნოთ ჩვენს ბედზე”, - განაცხადა ბარაკ ობამამ. გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ მექსიკის ყურეში ყოველდღიურად ჩადინებული ნავთობის რაოდენობა არა 35 ათასს არამედ 60 ათას ბარელს შეადგენს. დაახლოებით 2 თვის წინ მექსიკის ყურეში დიდი რაოდენობით ჩაღვრილი ნავთობის შედეგად ოთხი სამხრეთ ამერიკული შტატი ეკოლოგიური კატარსტროფის წინაშე დგას.
XS
SM
MD
LG