Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი იაპონიის ლიდერებს შეხვდება


ავღანეთის პრეზიდენტი დღეს იაპონიის ლიდერებს შეხვდება. ჰამიდ კარზაი იაპონიაში ოთხშაბათს ჩავიდა და იქ 5 დღეს დაჰყოფს. იაპონიას ავღანეთში ჯარი არ გაუგზავნია, თუმცა, ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორია. გასულ წელს იაპონია ავღანეთს მომავალი 5 წლის მანძილზე 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაპირდა იმ პირობით, რომ უსაფრთხოების მხრივ ვითარება გაუმჯობესდება და საერთაშორისო პროექტების განვითარების შესაძლებლობა შეიქმნება. იაპონია დახმარების გაცემის ერთ-ერთ პირობად ასახელებს იმასაც, რომ დახმარების თანხა კორუფციისგან დაცული უნდა იყოს. იაპონიის დახმარება მოხმარდა გზებისა და ქაბულის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობას, აგრეთვე ავღანეთის პოლიციის თანამშრომელთა ხელფასებს.
XS
SM
MD
LG