Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებებმა და სარაკეტო იერიშებმა ავღანეთში სამი ბავშვი შეიწირა


ავღანეთში აფეთქებებისა და სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა და 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ორი აფეთქება მოეწყო სამხრეთში მდებარე ქალაქ ლაშკარ გაჰში, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა, დაიჭრა, სულ ცოტა, 19 ადამიანი. აფეთქებები ბანკისა და სასწავლებლის მახლობლად მოეწყო და, ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის პრეს-მდივნის განცხადებით, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იყო მიმართული. აღმოსავლეთ ავღანეთში მეამბოხეებმა რაკეტა ესროლეს შენობას, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა, დაიჭრა სამი მამაკაცი და ერთი ქალი. ამის შესახებ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
XS
SM
MD
LG