Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა


ბაღდადში ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 55 დაიჭრა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე წუთში მოხდა ხალხით სავსე უბანში, რომელიც დასავლეთ ბაღდადში მდებარეობს. ბაღდადის მუნიციპალიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქებები, რომლებიც თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყეს, ერაყის კომერციული ბანკის წინააღმდეგ იყო მიმართული.
XS
SM
MD
LG