Accessibility links

logo-print

კოსოვოში მანქანაზე იერიშს 4 ეთნიკური ალბანელი შეეწირა


კოსოვოს პოლიციის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა მათ მანქანაზე იერიშის მიტანის შედეგად. როგორ იუწყებიან, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მანქანას ცეცხლი დღეს დილით, სამხრეთის რეგიონში, მაკედონიის საზღვართან ახლოს გაუხსნეს. პოლიციის ცნობით, დაღუპულები ეთნიკური ალბანელები არიან - ორი მათგანი კოსოვოელი, ორი კი მაკედონიელი იყო. დაჭრილი პირიც მაკედონიიდან არის. ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა კავშირი ამ თავდასხმასა და შეიარაღებული ალბანელების დაჯგუფებების მიერ ახლახან მაკედონიელი ჯარისკაცის მოკვლის ფაქტს შორის. გასულ თვეში ამ ჯგუფებს ძალოვან სტრუქტურებთან შეტაკებაც მოუხდათ, რასაც 4 მეამბოხე შეეწირა.
XS
SM
MD
LG