Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაიმს სკვერზე ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა


ნიუ-იორკის სასამართლოში თავი დამნაშავედ ცნო ფაიზად შაჰზადმა, წარმოშობით პაკისტანელმა ამერიკის მოქალაქემ, რომელსაც ბრალი ტერორისტული აქტის მოწყობაში ედება. როგოერც გამოძიებამ აჩვენა სწორედ მან დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში, რომელიც თაიმს-სკვერზე 1 მაისს აღმოაჩინეს. შაჰზადი მაშინ დააკავა პოლიციამ, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
XS
SM
MD
LG