Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება ევროპაში გაზის ტრანზიტის შეჩერების შესახებ


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ გასცა განკარგულება რუსეთის გაზის ევროპაში ტრანზიტის შეჩერების შესახებ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ერთი მესამედით შეკვეცა გაზის ბელორუსიისთვის მიწოდება დავალიანების საკითხზე უთანხმოების გამო. ლუკაშენკამ მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მან ლავროვთან საუბარში გამოთქვა შეფასება, რომ ორ ქვეყანას შორის უთანხმოება „გაზის ომად“ გადაქცევის გზაზეა. დღეს უფრო ადრე, რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ ბელორუსიას 30 პროცენტით უმცირებს გაზის მიწოდებას, რახან მინსკს არ გადაუდგამს ნაბიჯები ვალის, „გაზპრომი“ როგორც ამტკიცებს, 200 მილიონამდე დოლარის გასასტუმრებლად. ბელორუსია თავის მხრივ აცხადებს, რომ გაზპრომს მართებს მისი ვალი - 200 მილიონი დოლარი ბელორუსიის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტში. ლუკაშენკამ დღეს მოსკოვი დაადანაშაულა, რომ ბელორუსიის „დამცირებას“ ცდილობს. ევროკომისია ორივე მხარეს მოუწოდებს „კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების“ შესრულებისაკენ.
XS
SM
MD
LG