Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვის განცხადებით, სმოლენსკში კონფისცირებულ იქნა ბროშურა, რომელიც პუტინის კრიტიკას მოიცავს


კრემლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპონენტის, ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის განცხადებით, მილიციის მიერ კონფისცირებულ იქნა 100 000 ეგზემპლარი ბროშურისა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკულ ტექსტს მოიცავს. ნემცოვის განცხადებით, მას მილიციელებმა უთხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ბროშურაში გამოთქმული ექსტრემისტული შეხედულებების გამო. 48-გვერდიან ტექსტში, რომლის თანაავტორიც არის ნემცოვი, პუტინს კორუფციაში ადანაშაულებენ. ბროშურის ათიათასობით ეგზემპლარის კონფისკაცია, ოპოზიციონერის განცხადებით, ქალაქ სმოლენსკის სტამბაში მოხდა. გასულ კვირაში ბროშურის ათასობით ეგზემპლარი იქნა კონფისცირებული სანქტ პეტერბურგშიც.
XS
SM
MD
LG