Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა დღეს გენერალ მაკკრისტალს შეხვდება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს გენერალ სტენლი მაკკრისტალს შეხვდება. ობამამ განაცხადა, რომ სურს პირადად გენერალ მაკკრისტალს მოუსმინოს, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადადგამდეს, მათ შორის - გენერლის გათავისუფლების ჩათვლით. მაკკრისტალმა ბოდიში მოიხადა ჟურნალ ”როლინგ სტოუნზში” გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც მისი სიტყვების ციტირებაა და გენერალი ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილ რიჩარდ ჰოლბრუკზე უარყოფით კომენტარს აკეთებს.

XS
SM
MD
LG