Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისს სავარაუდოდ შემოდგომაზე, ლისაბონის სამიტამდე ეწვევა. ამის შესახებ რასმუსენმა მზადყოფნა 23 ივნისს, ნატოს შტაბ-ბინაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა. დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს სხდომაში, რომელზეც ნატოს 28 წევრი ქვეყნის ელჩებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სურვილი საქართველოს გაუწიონ დახმარება რეგიონების დეოკუპაციაში. "დაფიქსირდა, რომ საქართველო რჩება ნატოს ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ პარტნიორად. ბუქარესტის ვალდებულება ძალაშია და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
XS
SM
MD
LG