Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს სარდლობის ცნობით კოალიციის ოთხი მებრძოლი დაიღუპა 23 ივნისს მომხდარი თავდასხმების შედეგად, რითაც 73-მდე გაიზარდა ნატოს დანაკარგები ივნისის თვეში. მოკლულთა შორის ერთი ბრიტანელი საზღავო ქვეითია, დანარჩენი სამის ეროვნება კი ჯერჯერობით უცნობია. ფრანს პრესის სააგენტოს თანახმად, ნატომ მიმდინარე წელს 293 ჯარისკაცი დაკარგა. ყველაზე სისხლისმღვრელი კი იყო გასული წლის აგვისტო, როდესაც მემაბოხეებთან თავდასხმების შედეგად საერთაშორისო ძალების 77 ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG