Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა დოკუ უმაროვი ტერორისტად გამოაცხადა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩეჩენი სამხედრო, დოკუ უმაროვი ტერორისტად გამოაცხადა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ კროულის განცხადებით, დოკუ უმაროვმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა რუსეთსა და კავკასიის რეგიონში განხორციელებულ არაერთ ტერორისტულ აქტზე. მათ შორის არის მოსკოვის მეტროში განხორციელებული აფეთქებები, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დოკუ უმაროვის ყველა ანგარიში გაყინულია და იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, ვინც მასთან საქმეს დაიჭერს, მკაცრი სანქციები ელის.

XS
SM
MD
LG