Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ჯარების ხელმძღვანელის პოსტს დევიდ პეტრეუსი დაიკავებს


ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის პოსტს გენერალი დევიდ პეტრეუსი დაიკავებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნული განცხადება თეთრ სახლში, ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან მაკკრისტალთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მაკკრისტალმა ბოდიში მოიხადა ჟურნალ ”როლინგ სტოუნისათვის” მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც ის უარყოფითად აფასებს ამერიკის ვიცე პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელს ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკს: ”დღეს მე მივიღე გადაწყევტილება ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის მაკკრისტალის პოსტიდან გადაყენების შესახებ. ეს გადაწყევტილება დიდი გულისტკივილით მივიღე. მაგრამ ამასთანავე ვიცი, რომ ეს მართებული გადაწყვეტილებაა ავღანეთში ჩვენი მისიის, ჩვენი სამხედროებისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის”, - აცხადებს ბარაკ ობამა.

XS
SM
MD
LG