Accessibility links

რუსეთმა ბელორუსიისთვის გაზის მიწოდება განაახლა


რუსეთმა დღეს განაახლა ბელორუსიისთვის გაზის მიწოდება მას შემდეგ, რაც, ჩანს, ორ ქვეყანას შორის ანგარიშების გადაუხდელობის გამო უთანხმოება, შერბილდა. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მან განაახლა გაზის მიწოდება მას მერე, რაც დადასტურდა, რომ ბელორუსიამ გადაიხადა უკვე მიწოდებული გაზის საფასური, 187 მილიონი დოლარი. „გაზპრომის“ წარმომადგენელმა, სერგეი კუპრიანოვმა თქვა, რომ მან ბელორუსიას გადაურიცხეს 228 მილიონი დოლარი ევროპაში გაზის ტრანსპორტის ტრანზიტისთვის. კუპრიანოვის თანახმად, ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ბელორუსიას მიაჩნია, რომ რუსეთს მისი 260 მილიონი დოლარი მართებს და დაიმუქრა, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, შეაჩერებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას.
XS
SM
MD
LG