Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს უკრაინაში მედიაზე ზეწოლა აშფოთებს


შეერთებული შტატები შეშფოთებულია უკრაინაში ჟურნალისტებზე ზეწოლის გამო. კიევში, ”მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში” გამოსვლისას აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯონ ტეფტმა გაანცხადა, რომ ”ვრცელდება შემაშფოთებელი ინფორმაცია ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ”. მანვე აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედია-კომპანია თვითცენზურას მიმართავს, რაც არანაკლებ ზიანს აყენებს თავისუფალი მედიის პრინციპებს. ტეფტის თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ უკრაინის მთავრობა პრესის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს უპასუხოდ არ დატოვებს. უკრაინის მედიის თავისუფლების დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის შემდეგ მედიის ცენზურა გაძლიერდა.

XS
SM
MD
LG