Accessibility links

logo-print

აშშ-ის განცხადებით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 11 პირის დაპატიმრება არ ავნებს აშშ-რუსეთის ურთიერთობას


აშშ-ის განცხადებით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე 11 ადამიანის დაპატიმრების ფაქტი არ ავნებს ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობას. თეთრი სახლის პრეს-მდივან რობერტ გიბსის განმარტებით, ეჭვმიტანილების დაპატიმრება სამართალდამცავი ორგანოების ამოცანაა და სამართალდამცავებმა თავიანთი ამოცანის შესაბამისად იმოქმედეს. ამასობაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააუმჯობესოს მოსკოვთან ურთიერთობა, ძირს არ გამოუთხრის ცივი ომის დროინდელი ჯაშუშობის „გადმონაშთები“. შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ დაპატიმრებულია 10 ადამიანი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმეიანობაში ბრალდების საფუძველზე. დღეს კი კვიპროსის პოლიციამ განაცხადა, რომ ლარნაკაში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც რუსეთის ჯაშუშურ ჯგუფთან კავშირში ბრალდების საფუძველზე იძებნებოდა. მას აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ სამართლებრივი პროცედურა მოელის.
XS
SM
MD
LG