Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი პეტრეუსი ავღანეთში ჩავიდა


ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი ავღანეთში ჩავიდა, რათა სათავეში მოექცეს მრავალეროვან სამხედრო ძალებს თალიბანის ამბოხებასთან ბრძოლაში. შეერთებული შტატების სენატმა ამ კვირაში დაამტკიცა პეტრეუსი ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების სარდლის პოსტზე, რომელზეც მან გენერალი სტენლი მაკკრისტალი შეცვალა. პეტრეუსის ვარაუდით, ზაფხულში ავღანეთში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG