Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის მონუმენტის კვარცხლბეკს შლიან


გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის მონუმენტის კვარცხლბეკისა და ტრიბუნის დაშლა მიმდინარეობს.
გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის მონუმენტის კვარცხლბეკისა და ტრიბუნის დაშლა მიმდინარეობს.
გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის მონუმენტის კვარცხლბეკისა და ტრიბუნის დაშლა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, კვარცხლბეკი შავი მარმარილოს ქვით იყო მოპირკეთებული. მარმარილოს ფილებს სტალინის მუზეუმში გადაიტანენ და იქ ახალ კვარცხლბეკს მოაპირკეთებენ, რომელზეც მოგვიანებით ცენტრალური მოედნიდან გადატანილ მონუმენტს დადგამენ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ხმიადაშვილის განცხადებით, გორის მთავარ მოედანზე გმირთა მემორიალი დაიდგმება, კულტურის სამინისტროს კი კონკურსი უკვე გამოცხადებული აქვს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში სპეციალური ბილბორდი დადგა, სადაც ახალ ადგილზე გამოსახული მონუმენტის პროექტია. მუზეუმის დირექტორის რობერტ მაღლაკელიძის თქმით, სამუშაოები შესაბამისი ფინანსების გამოყოფის შემდეგ დაიწყება.

სტალინის ძეგლის ახალ ადგილზე დასადგმელად დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება გორის საკრებულომ უნდა მიიღოს, ამის შემდეგ კი სამუშაოები დაიწყება. ამჟამად მონუმენტის სპეციალური ხსნარით გაწმენდა მიმდინარეობს. სტალინის მონუმენტი სტალინის მოედანზე 58 წლის განმავლობაში იდგა.
XS
SM
MD
LG