Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის განცხადებით, უკრაინისათვის ნატოს კარი კვლავინდებურად ღიაა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს კიევში განაცხადა, რომ ნატოს კარი კვლავინდებურად ღიაა უკრაინისათვის. კლინტონმა კიევში უკრაინელ კოლეგა კონსტანტინ გრიშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა არის „სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც აქვს საკუთარი მოკავშირეების არჩევის უფლება“. უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით, უარი აქვს ნათქვამი მისი წინამორბედი, პროდასავლური ორიენტაციის ხელისუფლების ძალისხმევაზე, რომლის მიზანიც ნატოში გაწევრიანება იყო. გუშინ უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრინციპებს განსაზღვრავს. ახალი კანონით, უკრაინას ბლოკებს მიღმა მყოფი სახელმწიფოს სტატუსი აქვს, რაც ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას გამორიცხავს. ჰილარი კლინტონმა სწორედ უკრაინაში ვიზიტით დაიწყო ტურნე, რომელიც უკრაინის შემდეგ პოლონეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ჩასვლას ითვალისწინებს. საქართველოში მას ორშაბათს, 5 ივლისს მოელიან.
XS
SM
MD
LG