Accessibility links

logo-print

ჩავუშოღლუ: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ყველამ პოლიტიზირების გარეშე უნდა შეასრულოს


აგვისტოს ომის შემდგომი ”ქართულ-რუსული დოსიეს” მომავლისადმი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საერთო აზრი არ არსებობს - ამის შესახებ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოლოდინის მიუხედავად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის მსვლელობისას, მონიტორინგის კომიტეტმა ამ დოსიეს დახურვა ვერ შეძლო. დღეს მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ დოსიეს ბედი მონიტორინგის კომიტეტმა უახლოეს ხანში უნდა გადაწყვიტოს. მან ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის შედეგების თაობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუციები ყველა მხარემ პოლიტიზირების გარეშე უნდა შეასრულოს.
XS
SM
MD
LG