Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა საკითხს განიხილავს


საქართველოს პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გარდა, პარლამენტის სხდომაზე იმყოფება ყველა მოქმედი მინისტრი და მინისტრობის კანდიდატი. პროგრამის ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მთავრობის მიზნები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენა, სიღარიბესთან ბრძოლა და უმუშევრობის შემცირებაა. პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შედეგად, ვერა ქობალია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ლადო ვარძელაშვილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი გახდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი, რამაზ ნიკოლაიშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიცია.
XS
SM
MD
LG