Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში გაიმართა ჰილარი კლინტონსა და ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ბაქოში შეხვდა აზერბაიჯიანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ალიევმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის დახმარების იმედი აქვს მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში. თავის მხრივ, კლინტონმა აღნიშნა ალიევის მიერ მონიშნული პრობლემების მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის. შემდგომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მთიანი ყარაბაღის შესახებ იმსჯელებს კლინტონი ერევანშიც, სადაც ის ბაქოდან მიემგზავრება. აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ტურნეს ფარგლებში კლინტონი ეწვია ასევე უკრაინასა და პოლონეთს, ორშაბათს კი საქართველოში ჩავა.
XS
SM
MD
LG