Accessibility links

logo-print

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გაემგზავრა


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრა ოსლოში, სადაც ამ კვირის განმავლობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმუშავებს. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ასამბლეას ოკუპირებული ტერიტორიებისადმი საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას წარუდგენენ, რის შემდეგაც ცალკეული ქვეყნების დელეგაციების მიერ საკუთარი პარლამენტებისთვის ამ დოკუმენტის გაცნობის და მხარდაჭერის საკითხი დაისმება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იმსჯელებს რეზოლუციის პროექტზეც, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და დევნილთა დაბრუნების შესახებაა საუბარი. თბილისის დელეგაციას იმედი აქვს, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასამბლეა რეზოლუციის პროექტს დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG