Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პარლამენტში განიხილება ჩადრის ამკრძალავი კანონპროექტი


საფრანგეთის პარლამენტში საჯარო სივრცეში ჩადრის ამკრძალავი კანონპროექტი განიხილება. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ დეპუტატებს განუცხადა, რომ ჩადრი საფრანგეთის სეკულარულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. კრიტიკოსების თქმით, ჩადრის აკრძალვა ცალკეული ადამიანის უფლებებს შელახავს. საფრანგეთში 5 მილიონზე მეტი მუსულმანი ცხოვრობს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სრულყოფილად ჩადრს საფრანგეთში 2000-ზე ნაკლები ქალი ატარებს. ფრანგი კანონმდებლები კანონპროექტს 13 ივლისს უყრიან კენჭს. სენატში კი სექტემბერში შევა.
XS
SM
MD
LG