Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და რუსეთის თვითმფრინავებმა ვენა დატოვეს


ორი თვითმფრინავი - ერთი შეერთებული შტატების კუთვნილი, მეორე კი რუსეთის - სადაც, როგორც ვარაუდობენ, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირები სხედან, უკვე გაფრინდა ვენის აეროპორტიდან, ჯაშუშების გაცვლის ოპერაციის ჩასატარებლად. ეს ოპერაცია ჯაშუშების გაცვლის ყველაზე მსხვილ შემთხვევას წარმოადგენს ცივი ომის შემდგომ პერიოდში. ორივე თვითმფრინავი ვენაში დღეს უფრო ადრე ჩაფრინდა. როგორც ვარაუდობენ, საერთო ჯამში თვითმფრინავებში გაცვლის ოპერაციაში მონაწილე 14 პირი იჯდა. გავრცელებული ცნობებით, ამერიკული თვითმფრინავის ბორტზე აშშ-დან ხუთშაბათს გამოძევებული რუსეთის 10 აგენტი იმყოფებოდა. რუსეთის თვითმფრინავში კი ოთხი რუსი პატიმარი იყო, რომლებიც ციხეში დასავლეთის სასარგებლოდ პატიმრობის ბრალდებით ისხდნენ და პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხუთშაბათს შეიწყალა. ჯერჯერობით გაურკვეველია, უკვე შედგა თუ არა - და რა ფორმით შედგა - საკუთრივ გაცვლის ოპერაცია.
XS
SM
MD
LG