Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა


პაკისტანის უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენლების ცნობით, თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილ აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დაიჭრა დაახლოებით 100. აფეთქება ავღანეთის საზღვართან, პაკისტანის იმ რეგიონში მოხდა, სადაც თემური სისტემაა გაბატონებული და რომელსაც, გავრცელებული ვარაუდით, ალ-ყაიდის და თალიბანის ექსტრემისტები აფარებენ თავს. გასულ წლებში პაკისტანის ჯარმა იქ რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა ექსტრემისტების წინააღმდეგ, მაგრამ მათგან რეგიონის გათავისუფლება ვერ შესძლო.
XS
SM
MD
LG