Accessibility links

logo-print

ნიკარაგუისა და ვენესუელის ელჩებმა კოკოითის რწმუნებათა სიგელები გადასცეს


ოკუპირებულ ცხინვალში ნიკარაგუისა და ვენესუელის მიერ დანიშნულმა ელჩებმა ედუარდ კოკოითის დღეს რწმუნებათა სიგელები გადასცეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ნიკარაგუელი და ვენესუელელი დიპლომატები კუადრა და ერნანდესი, რომლებიც საკუთარი ქვეყნების ელჩები არიან რუსეთში, დღეიდან ამ მისიას ცხინვალშიც შეასრულებენ. მათ ედუარდ კოკოითიმ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ რუსეთის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა პირველებმა სწორედ ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს. კოკოითიმ დიპლომატებს ასევე განუცხადა, რომ იმყოფებიან მშვიდობისმოყვარე ქვეყანაში, რომელიც საკუთარ სახელმწიფოებრიობას ხალხის მმართველობის და თანასწორობის პრინციპზე აშენებს.
XS
SM
MD
LG