Accessibility links

logo-print

”ღია საზოგადოება-საქართველო” მაგისტრალირი გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციის საკითხზე შეხვედრას გამართავს


ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" დღეს, მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციის საკითხზე შეხვედრას გამართავს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს.შეხვედრაზე გავრცელდება სამოქალაქო საზოგადოების და ექპერტების მთავრობისადმი მიმართვა, რომლის თანახმად მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა და პროცესის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს. შეხვედრას დაესწრებიან კანონპროექტის ინიციატორები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის სხვა წევრები, მთავრობის წევრები, საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონპროექტის თანახმად, გაზსადენი იმ ობიექტების ნუსხაში აღარ არის, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია.

XS
SM
MD
LG