Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორისაკენ მიმავალმა ჰუმანიტარულმა გემმა გეზი ეგვიპტისკენ იცვალა


უკანასკნელი მონაცემებით ღაზის სექტორისაკენ მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ლიბიური გემი, ეგვიპტური პორტისაკენ ელ აშირისაკენ მიემართება. ამის შესახებ აცხადებენ ისრაელის სამხედრო პირები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გემის კაპიტანმა გადაწყვიტა გეზი შეეცვალა და არ გაერღვია ღაზის საზღვაო ბლოკადა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ისრაელი ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ლიბიური გემის ღაზის სექტორში შესვლას აპროტესტებს. მათი განცხადებით, ვერანაირი გემი ვერ შევა ღაზაში, რადგან ისინი არ დაუშვებენ, რომ ამის გამო მათი სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დადგეს.

XS
SM
MD
LG