Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს სამი ჯარისკაცი დაიღუპა ყანდაარის პოლიციის შტაბ-ბინაზე თავდასხმისას


ნატოს განცხადებით, ავღანეთში მისი სამი ჯარისკაცი და ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ თავდასხმის დროს, რომელიც სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, პოლიციის შტაბ-ბინაზე განხორციელდა. ავღანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, იერიშის დროს, რომელიც სამშაბათს საღამოს მოეწყო, ერთი პოლიციელიც მოკლეს. იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. მრავალეროვანი ძალების განცხადებით, დანაღმული ავტომანქანა დაეჯახა პოლიციის შტაბ-ბინის შესასვლელს, რის შემდეგაც მეამბოხეებმა სროლა დაიწყეს. მრავალეროვანი ძალების ჯარისკაცებმა და ავღანელმა პოლიციელებმა მოიერიშეებს არ მისცეს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე შეჭრის საშუალება და ბოლოს მოიგერიეს იერიში, თუმცა, დაიღუპნენ მრავალეროვანი ძალების სამი ჯარისკაცი და ადგილზე დასაქმებული ხუთი სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG