Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნლი“ გმობს საფრანგეთში ჩადრის აკრძალვის გეგმას


უფლებადამცავ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ შეფასებით, საფრანგეთში დაგეგმილი აკრძალვა, რომელიც საჯარო ადგილებში ჩადრით შემოსვის წინააღმდეგ არის მიმართული, ადამიანის ძირითად უფლებებს არღვევს. შეფასებით, რომელსაც „ამნესტი ინტერნეშნლი“ ლონდონში გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოთქვამს, ასეთი აკრძალვა შეიცავს საფრთხეს, რომ მუსულმანი ქალები, რომლებიც ჩადრით იმოსებიან, შინიდან გასვლას ვეღარ შეძლებენ, შეეზღუდებათ მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა. უფლებადამცავი ორგანიზაციის ეს განცხადება მოჰყვა საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სამშაბათს გამართულ კენჭისყრას, რომელშიც პარლამენტარების დიდი უმრავლესობა მიემხრო კანონპროექტს საჯარო ადგილებში ჩადრის აკრძალვის შესახებ.
XS
SM
MD
LG