Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ღამით თბილისს ეწვევა ბერნარ კუშნერი


დღეს ღამით თბილისში ჩამოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურ ვახშამზე შეხვდება. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, ხვალ დილით ბერნარ კუშნერთან საუზმეზე მიწვეულნი არიან რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი, ”დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელი პეტრე მამრაძე და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია. მათთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ევროპის სახლში" გამართავს დიალოგს დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე: "ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები". საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრის და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ბერნარ კუშნერი აგვისტოს ომის შედეგად დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG